Accessibility links

logo-print

ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში მასობრივი საპროტესტო


ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება.

ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება.
ჩინეთის ამ ავტონომიურ ოლქში დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პეკინის ხელისუფლების წინააღმდეგ, ცეცხლს უკიდებენ მაღაზიებსა და პოლიციის ავტომანქანებს. ქალაქში დროდადრო სროლის ხმაც ისმის. ხელისუფლებამ დემონსტრაციის დასაშლელად ლჰასაში სპეციალური დანიშნულების რაზმები გაგზავნა. ქალაქის აეროპორტი სამხედრო შენაერთების კონტროლქვეშ არის.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინჰუას" ცნობით, რამდენიმე პირი საავადმყოფოში მოათავსეს. შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა შეშფოთება გამოთქვეს ტიბეტში მიმდინარე მოვლენების გამო. საპროტესტო აქციები, რომლებიც ტიბეტელი ბერების თაოსნობით ტარდება, ორშაბათს დაიწყო. დღეს კი ამ აქციებმა მასობრივი ხასიათი შეიძინა. 1951 წელს ჩინეთმა ტიბეტის ოკუპაცია მოახდინა. ექსპერტთა შეფასებით, საუბარია ტიბეტის მოსახლეობის უმსხვილეს საპროტესტო აქციებზე, სულ ცოტა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG