Accessibility links

logo-print

სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 200 დაიჭრა ალბანეთში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი რამდენიმე ძლიერი აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 200 დაიჭრა ალბანეთში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი რამდენიმე ძლიერი აფეთქების შედეგად.
ინციდენტი ქვეყნის დედაქალაქ ტირანასთან ახლოს მოხდა. დაზარალებულთა უმრავლესობას ახლომდებარე სოფლების მკვიდრი მშვიდობიანი ადამიანები წარმოადგენენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. აფეთქებათა ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ისმოდა მეზობელ მაკედონიაშიც, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტით არის დაშორებული. გავრცელებული ვერსიით, აფეთქებები მაშინ დაიწყო, როდესაც სამხედრო ბაზის საწყობში ექსპერტთა სამი ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის – ამერიკელებიც. ნატოში გაწევრიანების მომლოდინე ალბანეთი მოძველებული საბრძოლო მასალების განადგურების პროცესს აგრძელებს.
XS
SM
MD
LG