Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ


დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი გაიმართა.

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი გაიმართა.
გარკვეული დროით გადაკეტილი იყო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. მიტინგზე, რომლსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა, გაისმა ახალი მოწოდება - ~საქართველო ბურჯანაძის გარეშე!~ თავდაპირველად ასეთი მოწოდებით ხალხის წინაშე გამოვიდა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე. ~ქართული დასის~ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გმირები უწოდა როგორც პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე ადამიანებს, ასევე ~ახალ მემარჯვენეებს~, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შიმშილობენ. ერთიანი სახალხო მოძრაობის წარმომადგენლის გოგა ხაინდრავას ინფორმაციით, დღის მანძილზე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა 4 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს. ეს თანხა მოხმარდება მოშიმშილეთათვის კარვების შეძენას. გავრცელებული ცნობით, ამჟამად პარლამენტის შენობასთან დაახლოებით 70 ადამიანი შიმშილობს.




XS
SM
MD
LG