Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სულ ცოტა 25 პოლიციელი


გაეროს სულ ცოტა 25 პოლიციელი, ნატოს ექვსი მშვიდობისდამცველი და ათობით სერბი დაშავდა დღეს კოსოვოში მომხდარი შეტაკებებისას.

გაეროს სულ ცოტა 25 პოლიციელი, ნატოს ექვსი მშვიდობისდამცველი და ათობით სერბი დაშავდა დღეს კოსოვოში მომხდარი შეტაკებებისას.
ეს ძალადობის ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო მას მერე, რაც კოსოვოს ეთნიკურმა ალბანელებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ერთი თვის წინათ. პროვინციის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მიტროვიცაში ამბოხება დაიწყო მას მერე, რაც გაეროს პოლიციამ იერიშით აიღო გაეროს მიერ მართული სასამართლოს შენობა. შენობა მანამდე სერბებს ჰქონდათ დაკავებული სამი დღის მანძილზე. ევროპის კავშირი თავშეკავების მოწოდებებით გამოვიდა. რუსეთმა კი განაცხადა, რომ საჭიროა კოსოვოს თემაზე საერთაშორისო მოლაპარაკებების განახლება. სერბია გაეროსა და კოსოვოს სამშვიდობო ძალებს მიმართა თხოვნით, არ გამოიყენონ გადამეტები ძალა. კოსოვოელ სერბებს კი მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციისგან.

XS
SM
MD
LG