Accessibility links

უკრაინელი პოლიციელი, რომელიც კოსოვოში გაეროს


უკრაინელი პოლიციელი, რომელიც კოსოვოში გაეროს ეგიდით იმყოფებოდა,

უკრაინელი პოლიციელი, რომელიც კოსოვოში გაეროს ეგიდით იმყოფებოდა,
გარდაიცვალა სერბებთან მომხდარი შეტაკებებისას მიღებული ტრავმებისგან. ორშაბათს კოსოვსკა მიტროვიცაში მომხდარი შეტაკებები ადგილობრივ სერბებსა და გაეროსა და ნატოს ძალებს შორის ყველაზე მწვავე იყო მას მერე, რაც კოსოვოს ეთნიკურმა ალბანელებმა პროვინციის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ერთი თვის წინათ. გაეროსა და ნატოს თანახმად, სერბებმა გამოიყენეს ხელყუმბარები. არეულობის დროს ისროდნენ ავტომატური იარაღიდანაც. შეტაკებებში გაეროსა და ნატოს 60-ზე მეტი და დაახლოებით 70 დემონსტრანტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG