Accessibility links

logo-print

დევნილებაში მყოფი ტიბეტის მთავრობა აცხადებს


დევნილებაში მყოფი ტიბეტის მთავრობა აცხადებს, რომ დღეს კიდევ 19 დემონსტრანტი იქნა მოკლული

დევნილებაში მყოფი ტიბეტის მთავრობა აცხადებს, რომ დღეს კიდევ 19 დემონსტრანტი იქნა მოკლული
ტიბეტელ დემონსტრანტებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებში ჩინეთის პროვინცია განსუში. ამავე ინფორმაციით, საერთო ჯამში დღეისთვის 99 ადამიანი ემსხვერპლა არეულობებს, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო. ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ მხოლოდ 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა. საპროტესტო აქციები ტიბეტის მთავარ ქალაქ ლჰასაში დაიწყო 10 მარტს და შემდეგ დასავლეთ ჩინეთის სხვა რეგიონებსაც მოედო. დღეს ტიბეტელთა დევნილებაში მყოფმა ლიდერმა დალაი ლამამ განაცხადა, რომ ის გადადგება, თუკი ვითარება უკონტროლო გახდება. მანამდე ჩინეთის მთავრობამ დალაი ლამას ბრალი დასდო ძალადობის ხელშეწყობაში. მისი თქმით, დალაი ლამას მიმდევრები ცდილობენ ოლიმპიური თამაშების საბოტაჟს, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს პეკინში.
XS
SM
MD
LG