Accessibility links

logo-print

თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ ერთიანი


თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი გაიმართა.

თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი გაიმართა.
მისი მონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, იმეგობროს ქართველ ხალხთან და არა მიხეილ სააკაშვილთან. როგორც მიტინგზე გამოსვლისას ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა: [ხაინდრავას ხმა] “ჩვენ გვინდა, ხმამაღლა ვუთხრათ ამერიკის ელჩს, რომ გადასცეს თეთრ სახლში, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია, რომ ეს ადამიანი, რომელმაც შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა და რომელმაც უამრავ ოჯახში უბედურება შემოიტანა, დღეს იმას ღებულობდნენ, როგორც ჩვენს წარმომადგენელს”. თბილისში შეერთებული შტატების საელჩოს წინ გამართულ მიტინგზე მივიდნენ ერთიანი ეროვნული საბჭოს ის წარმომადგენლებიც, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ - მათ შორის კობა დავითაშვილი. როგორც მან მიტინგის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას თქვა, მოშიმშილეები კარგად არიან და შესწევთ ძალა ბრძოლის გასაგრძელებლად.
XS
SM
MD
LG