Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალაი ლამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს


დალაი ლამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, ჩინეთთან დიალოგის მეშვეობით, ხელი შეუწყონ

დალაი ლამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, ჩინეთთან დიალოგის მეშვეობით, ხელი შეუწყონ
ტიბეტის გარშემო დაპირისპირების მოგვარებას. დალაი ლამა მსოფლიოს მოუწოდებს, პეკინისაგან მოითხოვოს თავშეკავება ტიბეტში საპროტესტო აქციების მონაწილეებთან მიმართებით. დღესვე, უფრო ადრე, ტიბეტის კომპარტიის მდივანმა, ჟან კინლიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა დალაი ლამასთან “სამკვდრო-სასიცოცხლო” ბრძოლაშია ჩაბმული რეგიონის მომავალთან დაკავშირებით. პეკინი დალაი ლამას, რომელიც ტიბეტელი ბუდისტების სასულიერო და საერო ლიდერია და თითქმის ნახევარი საუკუნეა ემიგრირებული, ბრალად სდებს ტიბეტში საპროტესტო აქციების ორგანიზებას იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს ჩინეთში ზაფხულის ოლიმპიადის გამართვას. დალაი ლამა უარყოფს ამ ბრალდებას და ძალადობის შეწყვეტისაკენ მოწოდებით გამოდის. ემიგრირებული ტიბეტელი ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ გასული კვირიდან მოყოლებული, ჩინეთის კომუნისტურმა რეჟიმმა 100-მდე ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ტიბეტში დემონსტრაციების მონაწილეებთან პოლიციის შეტაკებების დროს. პეკინი აცხადებს, რომ დაიღუპა 13 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG