Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ
ოპოზიციამ პოლიტიკური მოთხოვნები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც წაუყენა. "გვქონდა იმის რწმენა, რომ პატრიარქის კურთხევაზე – შეწყვეტილიყო შიმშილობა, ყოველგვარი პირობის გარეშე იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ უპირობოდ, პატრიარქის კურთხევაზე – შეწყვეტილიყო შიმშილობა და შემდეგ გაგრძელებულიყო პოლიტიკური დიალოგი, ჩვენმა ოპონენტებმა ნაცვლად ამისა პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს ახლა უკვე პატრიარქს და ყველა ჩვენგანს, რომ პატრიარქის კურთხევა შესრულებულიყო," – ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ მოშიმშილე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ილია მეორესთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს მოშიმშილე კობა დავითაშვილმა განუცხადა, რომ ოპოზიცია შიმშილობის აქციას შეწყვეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მაჟორიტარული 75 მანდატი გადანაწილდება რეგიონული პროპორციული პრინციპით და, რეგიონულ ოლქებად დაყოფის დროს, გათვალისწინებული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლობაც. ოპოზიციის ამ მოთხოვნას ხელს აწერს ეროვნულ საბჭოში შემავალი ყველა ოპოზიციური პარტია და ასევე "ახალი მემარჯვენეები". კათოლიკოს-პატრიარქმა 20 მარტს ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. ხოლო ხელისუფლებას ილია მეორემ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა სთხოვა.
XS
SM
MD
LG