Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლული იპოვეს რუსეთის ტელევიზიის


მოსკოვში მოკლული იპოვეს რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი ილიას შურპაევი.

მოსკოვში მოკლული იპოვეს რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი ილიას შურპაევი.
32 წლის ჟურნალისტის გვამი მეხანძრეებმა იპოვეს მისსავე ბინაში. შურპაევს, რომელიც წარმოშობით დაღესტნელი იყო, დანით მიყენებული ჭრილობები აღმოუჩინეს, კისერზე მას ქამარი ჰქონდა შემოხვეული. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ხანძარი, როგორც ჩანს, მკვლელობის შემდეგ დაანთეს. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG