Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად


ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბიშკეკის შემოგარენში ნაპოვნია ცნობილი

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბიშკეკის შემოგარენში ნაპოვნია ცნობილი
ჟურნალისტის იური ალექსანდროვისა და მისი მეუღლის გვამები. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა ძარცვის მიზნით მოხდა. ალექსანდროვი კორესპონდენტად მუშაობდა რესპუბლიკის უმსხვილეს რუსულენოვან გაზეთ "ვეჩერნი ბიშკეკში". ის და მისი მეუღლე იძებნებოდნენ 7 მარტის შემდეგ. ისინი ბოლოს სწორედ ამ დღეს ნახეს სამსახურის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე, ბიშკეკის ერთ-ერთ კაფეში.
XS
SM
MD
LG