Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიციის ცნობით, დაღესტანში მოღვაწე


რუსეთის პოლიციის ცნობით, დაღესტანში მოღვაწე ჟურნალისტ ჰაჯი აბაშილოვის მკვლელობის "მთავარი მოტივი"

რუსეთის პოლიციის ცნობით, დაღესტანში მოღვაწე ჟურნალისტ ჰაჯი აბაშილოვის მკვლელობის "მთავარი მოტივი"
დაკავშირებულია მის პროფესიულ საქმიანობასთან. ამ შინაარსის განცხადება ტელეეთერით გამოსვლისას დღეს გააკეთა საქმის გამომძიებელმა, ვლადიმირ მარკინმა. აბაშილოვი ხელმძღვანელობდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის ფილიალს დაღესტანში. ჟურნალისტი პარასკევს, ქალაქ მახაჩკალაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასევე პარასკევს იპოვეს წარმოშობით დაღესტნელი ტელეჟურნალისტის ილია შურპაევის გვამი მოსკოვში, მის ნაქირავებ ბინაში.
XS
SM
MD
LG