Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა და


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა და მხარდაჭერა გამოხატა ახლახან განახლებულ სამშვიდობო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა და მხარდაჭერა გამოხატა ახლახან განახლებულ სამშვიდობო
მოლაპარაკებათა პროცესთან მიმართებით. დიკ ჩეინის თქმით, შეერთებული შტატები ძალას არ დაატანს ისრაელს, გადადგას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო ნაბიჯები. მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საუდის არაბეთის მეფე აბდალას შეხვდა. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა ნავთობის მუდმივად მზარდ ფასთან დაკავშირებული პრობლემები და შეშფოთება. ვრცელდება ცნობა, რომ მოლაპარაკებები "პროდუქტიული" იყო და მხარეებს პრობლემასთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება აქვთ. საუდის არაბეთი მანამდე არ ითვალისწინებდა აშშ-ის მოწოდებებს – გაეზარდა ნავთობის მოპოვება, ფასის შემცირების მიზნით. შეხვედრის სხვა დეტალები არ კონკრეტდება. 10-დღიან ტურნეს დიკ ჩეინი დაასრულებს თურქეთში. მანამდე ის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსაც ესტუმრება.
XS
SM
MD
LG