Accessibility links

logo-print

ტიბეტელთა სულიერი ლიდერი უარყოფს პეკინის


ტიბეტელთა სულიერი ლიდერი უარყოფს პეკინის ბრალდებას, რომ, თითქოს, ის ზაფხულის ოლიმპიური

ტიბეტელთა სულიერი ლიდერი უარყოფს პეკინის ბრალდებას, რომ, თითქოს, ის ზაფხულის ოლიმპიური
თამაშების ჩაშლას ცდილობს. ინდოეთში გახიზნული დალაი ლამა აცხადებს, რომ მისი მისამართით ჩინეთის სახელმწიფო პრესაში გამოქვეყნებული ბრალდებები "უსაფუძვლოა." ასეთი ბრალდებები მოჰყვა საპროტესტო აქციების ტალღას, რომლის აგორებაც 2 კვირის წინ ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში დაიწყო. დემონსტრანტებს ჩინეთის ხელისუფლებამ ძალა დაუპირისპირა. ოფიციალური ცნობით, მოკლულია 19 ადამიანი. ტიბეტის დევნილი ხელისუფლების ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ ცოტა 100 ადამიანი. დალაი ლამა, რომელიც 1989 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით არის დაჯილდოვებული, საპროტესტო აქციების ორგანიზებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG