Accessibility links

logo-print

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე


თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე ოპოზიციონერებს დღეს პატრიარქმა თხოვნით მიმართა,

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე ოპოზიციონერებს დღეს პატრიარქმა თხოვნით მიმართა,
დაემორჩილონ ექიმების მითითებებს. პატრიარქის მიმართვა მოშიმშილეებს მეუფეებმა მიუტანეს, – აცნობა "ინტერპრესნიუსს" ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა ბეჟან გუნავამ. მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ამ მიმართვის მიღების შემდეგ, ერთიან ეროვნულ საბჭოში შიმშილობის შეწყვეტის საკითხი იხილება. გუნავას თქმით, შიმშილობა არ შეწყდება მანამ, ვიდრე ხელისუფლებისგან ადეკვატური ნაბიჯი არ გადაიდგმება. ხვალ საღამოს ერთიანი ეროვნული საბჭო ტელეკომპანია "იმედის" მხარდასაჭერ აქციას გამართავს.

XS
SM
MD
LG