Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის ახალ ტალღას ერაყში რამდენიმე


ძალადობის ახალ ტალღას ერაყში რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სავარაუდოდ სარაკეტო იერიში

ძალადობის ახალ ტალღას ერაყში რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სავარაუდოდ სარაკეტო იერიში
მიიტანეს დღეს ბაღდადში ეგრეთ წოდებულ "მწვანე ზონაზე", სადაც აშშ-ისა და ბრიტენეთის საელჩოები მდებარეობს. აქვე მდებარეობს ერაყის მთავრობის სახლი და დისლოცირებულია ათასობით სამხედრო, ძირითადად ამერიკელები. გავრცელებული ცნობით, უშუალოდ "მწვანე ზონაში" მსხვერპლი არ არის, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ასევე დღეს სამხრეთ ბაღდადში ფეხით მოსიარულეებს ცეცხლი გაუხსნეს სამი ავტომობილიდან. შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, დაიჭრა კიდევ - 16. ჩრდილოეთ ერაყში კი, 12 ჯარისკაცი დაიღუპა. დაიჭრა 40 ადამიანი. ინციდენტი ქალაქ მოსულში მოხდა, ამერიკულ სამხედრო ბაზასთან. დანაღმული ავტომობილი თვითმკვლელმა ჯავშანმანქანას დააჯახა. აშშ-ის სარდლობის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში, ქალაქ ბაყუბის მახლობლად ჩატარებული რეიდის შედეგად, ამერიკელმა სამხედროებმა 12 მეამბოხე მოკლეს.
XS
SM
MD
LG