Accessibility links

logo-print

საბერძნეთში დღეს დაინთო ტრადიციული ოლიმპიური


საბერძნეთში დღეს დაინთო ტრადიციული ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების

საბერძნეთში დღეს დაინთო ტრადიციული ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების
დაწყებისას მასპინძელ ქვეყანაში, ჩინეთში, უნდა ჩაიტანონ. 8 აგვისტომდე ოლიმპიური ცეცხლი 20 ქვეყანას მოივლის. ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში ცეცხლის დანთების ცერემონიას ხელს უშლიდა ტიბეტელთა მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები პეკინისთვის ბოიკოტის გამოცხადებას მოითხოვდნენ. დევნილი ტიბეტელები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ ტიბეტი გამოირიცხოს ოლიმპიური ცეცხლის მარშრუტიდან, რადგანაც ჩინეთი სასტიკად უსწორდება ტიბეტელ დემონსტრანტებს. ინდოეთში გახიზნული ტიბეტის ხელისუფლების ცნობით, ბოლო პერიოდში ჩინეთის ხელისუფლებამ 130 ტიბეტელი მოკლა. პეკინი მხოლოდ 19 ადამიანის სიკვდილს აღიარებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ჟაკ როგეს განცხადებით, მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, მაინც მართებული იყო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური თამაშები ჩინეთში ჩატარებულიყო. მისი თქმით, ეს არის საუკეთესო შანსი ჩინეთისთვის და მსოფლიოსთვის - "გაიცნონ, აღმოაჩინონ და პატივი სცენ" ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG