Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას მეხუთე ქართველი უმიზნებს


თბილისის კალათბურთელთა გუნდების, ”ვითასა” და ”მაკაბის” გუშინდელი მატჩის შემდეგ, საკალათბურთო ლიგას დიდი ხნით დაემშვიდობა ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი,

18 წლის გიორგი შერმადინი. დღეს გიორგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი ბედს ცდის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ”დრაფტზე” - სადაც ყოველწლიურად ხდება NBA-ისთვის ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების შერჩევა. შერმადინის გულშემატკივრებს, მწვრთნელებსა და კალათბურთის სპეციალისტებს საქართველოში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქართველი "ცენტრი", რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 16 სანტიმეტრია, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებს და ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიასა და ვიქტორ სანიკიძის შემდეგ NBA-ს მეხუთე ქართველი მოთამაშე გახდება. თუმცა, რას ფიქრობს თავად გიორგი შერმადინი საკუთარ შანსებზე და ამერიკულ დრაფტზე? ამაზე ახალგაზრდა კალათბურთელი რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტს კობა ლიკლიკაძეს ესაუბრა.

[გიორგი შერმადინის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ბატონი ჯამლეტი, რომელიც გიორგი შერმადინმა ახსენა, თბილისის ”მაკაბის” უფროსი მწვრთნელი და ცნობილი სპორტული კომენტარორი ჯამლეთ ხუხაშვილია. სწორედ მან აღმოაჩინა სამი წლის წინ გიორგი შერმადინი, ნატახტრელი ბიჭი, რომელსაც მანამდე კალათბურთი საერთოდ არ ეთამაშა. ჯამლეტ ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს წლევანდელი ”დრაფტი”, მისი აღზრდილის სახით საქმე გვაქვს გამორჩეული ნიჭის სპორტსმენთან.

[ჯამლეტ ხუხაშვილი] იხ. აუდიოვერსია
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG