Accessibility links

შიმშილობასთან ერთად, თბილისში გრძელდება ტელეკომპანია


შიმშილობასთან ერთად, თბილისში გრძელდება ტელეკომპანია "იმედის" მხადასაჭერი აქცია, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყო.

შიმშილობასთან ერთად, თბილისში გრძელდება ტელეკომპანია "იმედის" მხადასაჭერი აქცია, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყო.
"მთავრობის კანცელარიასთან პიკეტირება მთელი ღამე გაგრძელდება," – ასეთი განცხადება გააკეთა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ. ოპოზიციის მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის შენობის სრულ ბლოკირებას გეგმავენ, – ასეთია ინფორმაცია, რომელიც "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრმა დავით დალაქიშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა. ამჟამად ბლოკირებულია სულხან-საბას ქუჩა. დალაქიშვილის თქმით, უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შეზღუდვა, რათა დაკმაყოფილდეს საზოგადოების მთავარი მოთხოვნა - ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენა. ამ მოთხოვნით აქციები დღეს საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქშიც გაიმართა. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანების ჯგუფს შეხვდა. მათ შორის იყვნენ: გიგა ლორთქიფანიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, გოგი ქავთარაძე, ქეთი დოლიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი. გოგი ქავთარაძის თქმით, პარლამეტის თავმჯდომარისგან, ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ პასუხი ვერ მიიღეს. პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა უკვე მე-16 დღეა მიმდინარეობს. საქართველოს მედიკოსთა კავშირის განცხადებით, მოშიმშილეთა მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და ვითარება სახიფათოა მათი სიცოცხლისთვის.
XS
SM
MD
LG