Accessibility links

logo-print

დღეს მინსკში ოპოზიციის ათეულობით აქტივისტი


დღეს მინსკში ოპოზიციის ათეულობით აქტივისტი დააპატიმრეს და სცემეს საპროტესტო დემონსტრაციის დროს.

დღეს მინსკში ოპოზიციის ათეულობით აქტივისტი დააპატიმრეს და სცემეს საპროტესტო დემონსტრაციის დროს.
ბელორუსიის დედაქალაქში სულ ცოტა 2000 ადამიანი გამოვიდა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. 1918 წლის 25 მარტს ბელორუსიამ ხანმოკლე პერიოდით მოიპოვა დამოუკიდებლობა. დემონსტრანტები აფრიალებდნენ საბჭოთა პერიოდამდელ დროშებს, ასევე ევროპის კავშირის დროშებს. პოლიცია დასდევდა დემონსტრანტებს, სცემდა მათ და პოლიციის მანქანებში ათავსებდა. ჩვენი რადიოს ბელორუსული რედაქციის ცნობით, სცემეს და დააპატიმრეს ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები, ზმიცერ დაშკევიჩი და არტურ ფინკევიჩი.
XS
SM
MD
LG