Accessibility links

ერაყის ქალაქ ბასრაში მწვავე შეტაკებები


ერაყის ქალაქ ბასრაში მწვავე შეტაკებები დაიწყო სამთავრობო ჯარებსა და

ერაყის ქალაქ ბასრაში მწვავე შეტაკებები დაიწყო სამთავრობო ჯარებსა და
შიიტურ გასამხედროებულ დაჯგუფებებს შორის. პოლიციის ცნობით, სულ ცოტა თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა ბრძოლაში, რომელშიც შიიტი რადიკალი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მომხრე დაჯგუფების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დიდი ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი პირადად უწევს ზედამხედველობას ამ ოპერაციას. ბრიტანეთის ჯარი, რომელმაც ბასრაზე კონტროლი ერაყის შეიარაღებულ ძალებს გადასცა, არ მონაწილეობს ოპერაციაში. ალ-სადრი დაიმუქრა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს მოსახლეობას, თუკი რეიდი არ შეწყდება.
XS
SM
MD
LG