Accessibility links

ჩინეთის ხელისუფლებამ ტიბეტში დაუშვა ჟურნალისტების


ჩინეთის ხელისუფლებამ ტიბეტში დაუშვა ჟურნალისტების ჯგუფი.

ჩინეთის ხელისუფლებამ ტიბეტში დაუშვა ჟურნალისტების ჯგუფი.
მაგრამ მათ მთავრობის წარმომადგენლები ახლავან თან. ჩინეთის სამთავრობო მედიამ მანამდე გააკრიტიკა დასავლელი კოლეგები იმისთვის, რომ ისინი, პეკინის აზრით, "არაობიექტურად" აშუქებენ ტიბეტში შექმნილ ვითარებას. ტიბეტში უცხოელი კორესოპონდენტების ჩასვლაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა ტიბეტის სულიერ ლიდერს, დალაი ლამას: "ეს ძალიან კარგია. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ისინი ტიბეტში თავისუფლად არიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვითარების შესახებ წარმოდგენის შექმნა."ტიბეტში ვითარება მკვეთრად გაუარესდა მარტის დამდეგს. პოლიციასთან შეტაკებებში, ზოგიერთი მონაცემით, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG