Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიწყო


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიწყო ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაიწყო ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.
ეს საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტია უკანასკნელი 12 წლის მანძილზე. სარკოზი გამოვიდა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით ისეთ საკითხებში, როგორებიცაა იმიგრაცია და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მან ასევე გაიმეორა საფრანგეთის ვალდებულება ნატოს მიმართ ავღანეთთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს იქიდან თავისი ჯარების გაყვანას და გადაწყვეტილი აქვს, გაზარდოს კიდეც მისი მოცულობა. სარკოზის თან ახლავს მისი ახალი მეუღლე, სუპერმოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი.
XS
SM
MD
LG