Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რადიკალთა სულიერი ლიდერის მოყტადა


დღეს რადიკალთა სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მხარდასაჭერად ბაღდადში მსვლელობა მოაწყო რამდენიმე

დღეს რადიკალთა სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მხარდასაჭერად ბაღდადში მსვლელობა მოაწყო რამდენიმე
ათეულმა ათასმა შიიტმა. ისინი ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიკის ჩამოგდებისა და გაძევების მოწოდებით გამოდიოდნენ. საპროტესტო აქციები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშიც გაიმართა. უკვე მესამე დღეა, რაც ერაყის უშიშროების ძალები რადიკალი შიიტების დაჯგუფებებს ებრძვიან სამხრეთ ერაყის ქალაქ ბასრაში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი მიმართავს შიიტ მებრძოლებს, მათ შორის – რადიკალი შიიტების სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის მაჰდის არმიას, რომ პარასკევამდე ჩააბარონ საბრძოლო იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან ბრძოლის ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ბრძოლების შედეგად, რომელთა ტალღაც მიმდინარე კვირაში აგორდა ბასრასა და ბაღდადის ჩრდილოეთით, “ალ სადრ ალ ტანიდ” წოდებულ ნაწილში. შეტაკებებია სამხრეთ ერაყის სხვა ქალაქებშიც. ქალაქ კუტის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა დროს ერაყისა და შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთებს შეტაკებებისას შიიტთა დაჯგუფებებთან. დაახლოებით ასეთივეა მსხვერპლი ქალაქ ჰილაში. გავრცელდა ცნობა, რომ ქალაქ ბასრასთან დღეს ააფეთქეს ერთ-ერთი იმ ორი მილსადენიდან, რომლებიც ირანის ნავთობის ექსპორტი ხორციელდება.
XS
SM
MD
LG