Accessibility links

logo-print

ნატოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის რუმინეთის


ნატოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის რუმინეთის პრეზიდენტმა დღეს მოუწოდა ალიანსს, კიდევ უფრო ახლო

ნატოს სამიტის მასპინძელი ქვეყნის რუმინეთის პრეზიდენტმა დღეს მოუწოდა ალიანსს, კიდევ უფრო ახლო
ურთიერთობა დაამყაროს საქართველოსა და უკრაინასთან. პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ ორი ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებამ მოსკოვი უნდა გააღიზიანოს. რუმინეთის პრეზიდენტი ურჩევს ალიანსს განავითაროს თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან გლობალური ბრძოლის სფეროებში. საქართველოსა და უკრაინისთვის მეპის გადაცემის მოწინააღმდეგე ქვეყნების ჯგუფს სათავეში უდგას გერმანია. ბერლინი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღებას შეუშლის ხელს. ნატოს სამიტზე მიპატიჟებულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ესტუმრება თუ არა ის ბუქარესტს. რუმინეთის ტელევიზიის საინფორმაციო არხს მოჰყავს ციტატა, ბუქარესტში ნიდერლანდის ელჩის კომენტარისა, რომ, საქართველოსა და უკრაინის საკითხის განხილვის გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა არ ჩავიდეს ბუქარესტში, ნატოს სამიტზე. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინი ბუქარესტში ჩასვლას გეგმავს.

XS
SM
MD
LG