გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ასევე საგარეო საქმეთა
მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი არ აპირებენ დაესწრონ ჩინეთში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას. ამის შესახებ მინისტრმა განაცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული ჩინეთის მთავრობის მიერ ახლახან ტიბეტში გამოსვლების ჩახშობასთან. პეკინში არ ჩავლენ ასევე პოლონეთის, ჩეხეთის და ესტონეთის სახელმწიფო ლიდერები. საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ არ გამორიცხა მისი მხრიდან ცერემონიის ბოიკოტი.