Accessibility links

logo-print

გრძელდება სასტიკი ბრძოლები ერაყის უშიშროების


გრძელდება სასტიკი ბრძოლები ერაყის უშიშროების ძალებსა და რადიკალი შიიტების სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის "მაჰდის არმიას" შორის.

გრძელდება სასტიკი ბრძოლები ერაყის უშიშროების ძალებსა და რადიკალი შიიტების სულიერი ლიდერის მოყტადა ალ-სადრის "მაჰდის არმიას" შორის.
ძირითადი ბრძოლა სამხრეთ ერაყის ქალაქ ბასრაში მიმდინარეობს. პარასკევს მრავალეროვანი კოალიციის ავიაციამ, კერძოდ – შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის თვითმფრინავებმა - შიიტთა პოზიციები დაბომბეს ბასრასა და ბაღდადის სადრ-სითიდ წოდებულ ნაწილში. სამშაბათის შემდეგ კოალიციის ძალები პირველად ჩაერთვნენ ბრძოლაში. შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ კარბალაში, სადაც გუშინ ღამით 12 ადამიანი მოკლეს. ბრძოლებია ასევე სამხრეთ ერაყის ქალაქ ნასირიაში და მის შემოგარენში. ქალაქ კუტის პოლიციის ინფორმაციით კი, სამშაბათის შემდეგ იქ დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG