Accessibility links

logo-print

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა


ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სლოვენიაში შეიკრიბნენ. 2-დღიანი მოლაპარაკებების

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სლოვენიაში შეიკრიბნენ. 2-დღიანი მოლაპარაკებების
უმთავრეს საკითხად სახელდება შექმნილი სიტუაცია ბალკანეთში. მინისტრებმა პირველი სამუშაო დღე სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან – ვუკ იერემიჩთან – შეხვედრით დაიწყეს. ევროკავშირის გაფართოების კომიტეტის ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მიზანს წარმოადგენდა გაერთიანებაში სერბიის გაწევრიანების შესაძლებლობების ხაზგასმა და ბელგრადის დარწმუნება, რომ "თვით-იზოლაციას" "ევროპული მომავალი" არჩიოს. ბელგრადის ურთიერთობა საგრძნობლად გამწვავდა ევროკავშირის უმეტეს ქვეყანასთან მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა სერბიის ყოფილი პროვინციის, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ ურთიერთობებზე ჩინეთთან და დამოკიდებულებაზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი, რომელსაც პეკინმა ტიბეტელთა წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენების ფონზე უნდა უმასპინძლოს.
XS
SM
MD
LG