Accessibility links

logo-print

ირანმა ოფიციალური პროტესტით მიმართა ნიდერლანდებს


ირანმა ოფიციალური პროტესტით მიმართა ნიდერლანდებს,

ირანმა ოფიციალური პროტესტით მიმართა ნიდერლანდებს,
ასევე ევროპის კავშირს. პროტესტის მიზეზია ჰოლანდიელი მემარჯვენე პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერსის ფილმის გავრცელება. ეს ფილმი ბევრს ანტიისლამურად მიაჩნია. პროტესტით თეირანმა მიმართა სლოვენიას, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეს. თეირანი მოითხოვს, რომ არ დაუშვან ინტერნეტში ამ ფილმის - “ფიტნას”, გამოჩენა. არაერთმა ევროპელმა და მაჰმადიანმა ლიდერმა გააკრიტიკა ეს ფილმი, რომელშიც გაუმართლებლადაა ერთმანეთთან გაიგივებული ისლამი და ძალადობა.
XS
SM
MD
LG