Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებით, მოსკოვი არ დაუშვებს გაეროში კოსოვოს გაწევრიანებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებით, მოსკოვი არ დაუშვებს გაეროში კოსოვოს გაწევრიანებას.
როგორც ლავროვმა სახელმწიფო სათბიროში გამოსვლისას აღნიშნა: [ლავროვის ხმა] “რუსეთს, როგორც გაეროს უშიშრეობის საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს შესაძლებლობა, არ დაუშვას ის, რომ კოსოვო გახდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. ამისთვის გვერდის ასავლელი გზა არ არსებობს, რადგან გაეროს ქარტიის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტით, ნებისმიერი სახელმწიფოს მიღება ორგანიზაციის წევრად ხორციელდება გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე”. კოსოვომ, რომლის მოსახლეობის დიდ უმრავლესობასაც ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, თებერვალში გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა. სერბია მას არ ცნობს.
XS
SM
MD
LG