Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ბუქარესტში ნატოს სამიტთან


აშშ-ის პრეზიდენტი ბუქარესტში ნატოს სამიტთან დაკავშირებული ვიზიტის დროს გამოვიდა მოწოდებით,

აშშ-ის პრეზიდენტი ბუქარესტში ნატოს სამიტთან დაკავშირებული ვიზიტის დროს გამოვიდა მოწოდებით,
რომ საქართველოს და უკრაინას შესთავაზონ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ "მეპი". [ბუშის ხმა] “აქ, ბუქარესტში, ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ნატო მიესალმება საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას, ნატოში გაწევრიანდნენ და სთავაზობს მათ ამ მიზნისკენ მიმავალ მკაფიო გზას. ასე რომ, ჩემი ქვეყნის პოზიცია ნათელია. ნატომ უნდა მიიღოს საქართველო და უკრაინა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში." პრეზიდენტმა ბუშმა ამავე გამოსვლაში, ნატოს სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ისაუბრა ავღანეთში ნატოს მისიაზეც და ალიანსის წევრებს მოუწოდა, გაზარდონ ავღანეთში თავიანთი ჯარისკაცების რიცხვი. ბუში შეეხო ასევე ამერიკის გეგმას, რომელიც ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG