Accessibility links

logo-print

მოშიმშლე ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილისადმი სოლიდარობის


მოშიმშლე ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად

მოშიმშლე ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად
ადვოკატებმა თბილისში 24-საათიანი შიმშილობის აქცია წამოიწყეს. სახალხო დამცველის ოფისთან დღეს შიმშილობას პირველი შეუდგა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც 24 საათის შემდეგ სხვა ადვოკატი ჩაენაცვლება. როგორც ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ადვოკატებს სასამართლოში ძალიან დიდი პრობლემები აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მოთხოვნაა ჯანგირაშვილის მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულება, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ადვოკატის თქმით, ეს იქნება ერთჯერადი გაფიცვა, რომელიც, უშედეგობის შემთხვევაში, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლების მხრიდან მათ აქციას ჯერ-ჯერობით არავინ გამოხმაურებია. ამასთან, ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად მომავალ ორშაბათს ადვოკატები სასამართლოებში არ გამოცხადდებიან. უკანონო განაჩენების გადახედვისა და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით მალხაზ ჯანგირაშვილი 24-ე დღეა შიმშილობს.
XS
SM
MD
LG