Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოფიციალურად


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოფიციალურად დაადასტურა თავისი ქვეყნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოფიციალურად დაადასტურა თავისი ქვეყნის
გადაწყვეტილება – ავღანეთში დამატებით გაგზავნოს დაახლოებით 1000 ჯარისკაცი. კონტინგენტი აღმოსავლეთ ავღანეთში განთავსდება. ეს საშუალებას მისცემს აშშ-ის შენაერთებს გადაადგილდნენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც კანადელები არიან განთავსებული. საფრანგეთის მიერ პოზიციის გახმოვანების შემდეგ, კანადამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება – დატოვოს შენაერთები ავღანეთში. მანამდე კანადა იმუქრებოდა შენაერთების გაყვანით ავღანეთიდან, თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები დამატებით ძალას არ გაგზავნიდნენ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG