Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკურმა


აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამ ეტაპზე უარი უთხრა

აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამ ეტაპზე უარი უთხრა
საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაზე. ნატოს 26 ქვეყნიდან საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი არ დაუჭირა 8 ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ. ალიანსის გადაწყვეტილება, დღეს ბუქარესტის სამიტზე გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა. იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ნატო უკრაინასთან და საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობის რეჟიმში გადავა და ინტენსიურად დააკვირდება ამ ორ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. საქართველოსთვის და უკრაინისთვის მეპის გადაცემის საკითხს ნატოს ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრები ხელახლა განიხილავენ დეკემბერში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ნატოს კარი "ღიაა ფართოდ."
XS
SM
MD
LG