Accessibility links

ვაშინგტონი "უკანონოდ და დაუსაბუთებლად" მიიჩნევს


ვაშინგტონი "უკანონოდ და დაუსაბუთებლად" მიიჩნევს მინსკის მოთხოვნას ბელორუსიაში შეერთებული შტატების საელჩოს

ვაშინგტონი "უკანონოდ და დაუსაბუთებლად" მიიჩნევს მინსკის მოთხოვნას ბელორუსიაში შეერთებული შტატების საელჩოს
პერსონალის ხელახალი შემცირების თაობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ კეისიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს ამ საკითხის განხილვას ბელორუსიის ხელისუფლებასთან. მან დასძინა, რომ საელჩოს პერსონალის შემდგომი შემცირები არ იგეგმება. მინსკმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელთა შტატის შემცირება მოითხოვა პასუხად ბელორუსიის წინააღმდეგ ვაშინგტონის სანქციებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთანაა დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG