Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხორვატიას


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხორვატიას ნატოში გაწევრიანება მოულოცა და ქვეყანას ამერიკისა და

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხორვატიას ნატოში გაწევრიანება მოულოცა და ქვეყანას ამერიკისა და
ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა აღუთქვა. "ამიერიდან, თუკი რაიმე საფრთხე დაემუქრება თქვენს ხალხს, ამერიკა და ნატოს ალიანსი თქვენს გვერდით დადგება და ვერავინ შეძლებს წაგართვათ თავისუფლება," – ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ქუჩაში შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. ჯორჯ ბუში ხორვატიაში ჩავიდა ნატოს ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც, ხორვატიასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდა ალბანეთი. ალიანსის ზღურბლს მიღმა დარჩა მაკედონია. აშშ-ის პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა, რომ იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკამ – მაკედონიამ – საერთო ენა ვერ გამონახა საბერძნეთთან, რომელიც მას სახელის გამო ედავება.
XS
SM
MD
LG