Accessibility links

პოლონეთი მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან


პოლონეთი მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან პოლონეთის ტერიტორიაზე გადამტაცი რაკეტების

პოლონეთი მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან პოლონეთის ტერიტორიაზე გადამტაცი რაკეტების
განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვიტოლდ ვასჩიკოვსკიმ სააგენტო პაპ-ს განუცხადა, რომ მთავრობა მზად იქნებოდა, მოსკოვთან განეხილა ანტისარაკეტო ფარის ელემენტებზე რუსეთის ექსპერტების დაშვების საკითხი, თუკი ასეთი ელემენტები განთავსდებოდა პოლონეთის ტერიტორიაზე. ამასთან, მან თქვა, რომ საკითხი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის რაიმე სახის მუდმივი ბაზის შესახებ, არ განიხილება. პოლონელი დიპლომატის განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ სოჭში ერთობლივი დეკლარაციის მიღებას.

XS
SM
MD
LG