Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების


რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის თქმით,

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის თქმით,
ისინი კმაყოფილი არიან იმით, რომ ისაუბრეს აზრთა სხვადასხვაობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოჭში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ზოგიერთ სადაო საკითხს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა გაიმეორა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას. მაგრამ მან ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ ორი მხარე საბოლოოდ შეთანხმებას მიააღწევს ამ საკითხში. ჯორჯ ბუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "დღეს შევთანხმდით, რომ შეერთებული შტატებსა და რუსეთს სურთ შექმნან სისტემა, რომელიც პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაცვისთვის იქნება გამიზნული და რომელშიც რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპა თანაბარ პარტნიორებად მიიღებენ მონაწილეობას. ეს მძლავრი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანია." ბუშის თქმით, ის მხარს უჭერს რუსეთის მცდელობას, გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე ე.წ.-ლ "სტრატეგიულ ჩარჩოზე", რომლის ფარგლებშიც განვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
XS
SM
MD
LG