Accessibility links

logo-print

დღეს სოჭში გაიმართა შეხვედრა შეერთებული


დღეს სოჭში გაიმართა შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და

დღეს სოჭში გაიმართა შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსა და
რუსეთის ახალარჩეულ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შორის. შეხვედრაზე მედვედევმა განაცხადა, რომ გააგრძელებს პუტინის პოლიტიკურ კურსს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში. მედვედევი "უკანასკნელი რვა წლის მანძილზე თქვენ და პრეზიდენტ პუტინის მიერ ბევრი გაკეთდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარებისთვის. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში უსაფრთხოებისთვის და თანამდებობის დაკავების შემდეგ მინდა გავაკეთო ისე, რომ ჩვენი ურთიერთობები შემდგომაც ვითარდებოდეს შეჩერებების გარეშე, თქვენთან ერთად პროდუქტიული თანამშრომლობის პირობებში." თავის მხრივ ბუშმაც გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს რუსეთის მომავალ პრეზიდენტთან.
XS
SM
MD
LG