Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პოლიცია იძიებს ბრიტანეთში


დიდი ბრიტანეთის პოლიცია იძიებს ბრიტანეთში კაგებეს ყოფილი რეზიდენტის,

დიდი ბრიტანეთის პოლიცია იძიებს ბრიტანეთში კაგებეს ყოფილი რეზიდენტის,
ოლეგ გორდიევსკის მოწამვლის შესაძლებლობას. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი "მეილ ონ სანდეი". ცნობის თანახმად, ნოემბერში გორდიევსკი უგონო მდგომარეობაში იქნა ჰოსპიტალიზებული და გარკვეული დროით ნაწილობრივ პარალიზებული იყო. კაგებეს ვიცეპოლკოვნიკმა გორდიევსკიმ, რომელიც 1985 წელს გაიქცა დასავლეთში, განაცხადა, რომ მის მოწამვლას ეცადა რუსეთის მოქალაქე, რომელიც მას სახლში ესტუმრა სერის საგრაფოში. 2006 წელს ლონდონში რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს ეფესბეს ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო.

XS
SM
MD
LG