Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა


ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,
ხელი შეუწყონ სერბიასთან შეთანხმების მიღწევას მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე. დღეს ევროპარლამენტში გამოსვლისას სოლანამ განაცხადა, რომ აუცილებელია სერბიაში პროევროპული ძალების მხარდაჭერა არჩევნების წინ. სერბიამ ვერ შეძლო ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების მიღწევა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა ბალკანეთში სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავება და ჰააგის ტრიბუნალისთვის მათი გადაცემა. "ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ და ხელი გავუწოდოთ სერბ ხალხს. ჩვენ ვალდებული ვართ მას ვაჩვენოთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, რომ გვსურს სერბია ევროპის ხალხთა ოჯახში ვიხილოთო", განაცხადა სოლანამ.
XS
SM
MD
LG