Accessibility links

logo-print

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების მეთაურმა


ერაყში შეერთებული შტატების ჯარების მეთაურმა დევიდ პერტეუსმა

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების მეთაურმა დევიდ პერტეუსმა
შეერთებული შტატების კონგრესში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერაყში ვითარების განვითარებაში საგრძნობი პროგრესია მიღწეული. მაგრამ ეს პროგრესი, გენერლის შეფასებით, არ არის შეუქცევადი. მან ასევე დესტრუქციული უწოდა ერაყში მიმდინარე მოვლენებში ირანის როლს. პეტრეუსი და ერაყში შეერთებული შტატების ელჩი რაიან კროკერი დღეს შეერთებული შტატების კონგრესში გამოვიდნენ და წარმოადგინეს ერაყში ამერიკის სტრატეგიის შეფასების ანგარიში. მათ შორის, ისაუბრეს ქვეყანაში დამატებითი ჯარების გადასროლის შედეგებზე. კონგრესის ზოგიერთ კომიტეტში მიმდინარეობს სპეციალური მოსმენები ერაყთან დაკავშირებით, რომლებზეც პეტრეუსსა და კროკერს შეკითხვებს უსვამენ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები, ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი.

XS
SM
MD
LG