Accessibility links

ბაღდადში კომენდანტის საათი გამოცხადდა


ბაღდადში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ბაღდადში კომენდანტის საათი გამოცხადდა
სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის მე-5 წლისთავთან დაკავშირებით. საქმე ეხება სიმბოლურ თარიღს: 2003 წლის 9 აპრილს ყოფილი დიქტატორის გიგანტური ძეგლი დაამხეს ერაყში შეჭრილმა ამერიკელმა სამხედროებმა. დღეისთვის, ერაყის მთავრობის განკარგულებით, აიკრძალა ბაღდადში ავტომანქანების გადაადგილება აფეთქებების თავიდან აცილების მიზნით. ერაყში აშშ-ის ჯარების მთავარსარდალი დევიდ პეტრეუსი გუშინ წარდგა აშშ-ის კონგრესის წინაშე და ერაყში უსაფრთხოების მხრივ მიღწეულ “მნიშვნელოვან, მაგრამ არაერთგვაროვან” პროგრესზე ილაპარაკა. მანვე მოითხოვა უარის თქმა ივლისში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვის შემცირების გეგმაზე.
XS
SM
MD
LG