Accessibility links

logo-print

ერევანში სომხეთის ახალ პრეზიდენტ სერჟ


ერევანში სომხეთის ახალ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ინაუგურაცია გაიმართა.

ერევანში სომხეთის ახალ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ინაუგურაცია გაიმართა.
დღესვე ამოიწურა მისი წინამორბედის, რობერტ ქოჩარიანის პრეზიდენტობის ვადა. სერჟ სარქისიანმა 19 თებერვალს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 52 პროცენტზე მეტით. ოპოზიციამ, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობს, არ სცნო არჩევნების ოფიციალური შედეგი და 20 თებერვლიდან საპროტესტო აქციების ორგანიზებას შეუდგა. 1 მარტს დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ერევანს ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე.
XS
SM
MD
LG