Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ


ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ დღეს გაიმეორა, რომ მხარს უჭერს ჩინეთის უფლებას,

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ დღეს გაიმეორა, რომ მხარს უჭერს ჩინეთის უფლებას,
ჩაატაროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, მიუხედავად საერთაშორისო პროტესტისა, რომელიც მიმართულია ტიბეტში გასულ თვეში მომხდარი ანტისამთავრობო დემონტრაციებისას ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ. "მე თავიდანვე მხარს ვუჭერდი ჩინეთს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სპორტული თამაშების მასპინძელს. ჩინეთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძალიან ძველი ერია. რა თქმა უნდა, ის იმსახურებს, იყოს ოლიმპიური თამაშების მასპინძელი," თქვა დალაი ლამამ. ჩინეთმა დალაი ლამას ბრალი დასდო, რომ მან ოლიმპიური თამაშების საბოტაჟის მიზნით მოაწყო ტიბეტში არეულობები.
XS
SM
MD
LG