Accessibility links

ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვენიის


ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვენიის განცხადებით,

ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვენიის განცხადებით,
დაუყოვნებლივ უნდა გააქტიურდეს პროცესი, რომელიც ბოსნიის ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ბოსნიის პარლამენტის ქვედა პალატამ ხუთშაბათს დაამტკიცა პოლიციის რეფორმირების საკვანძო კანონი. ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოხატულია იმედი, რომ სულ მალე მოეწერება ხელი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ბოსნია ჰერცეგოვინასა და ევროკავშირს შორის. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა პირველ ოფიციალურ ნაბიჯს წარმოადგენს გაერთიანებაში გაწევრიანების გზაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს სავაჭრო თანამშრომლობასა და დახმარების აღმოჩენას ამ შემთხვევაში – ბოსნიისთვის, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრისთვის.
XS
SM
MD
LG