Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ინფორმაციით, სურსათზე ისედაც გაზრდილი


გაეროს ინფორმაციით, სურსათზე ისედაც გაზრდილი ფასი მომავალ წელს კიდევ უფრო

გაეროს ინფორმაციით, სურსათზე ისედაც გაზრდილი ფასი მომავალ წელს კიდევ უფრო
გაიზრდება მსოფლიოს ბევრ უღარიბეს ქვეყანაში. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბრინჯისა და ხორბლის ფასი უკვე გაორმაგდა, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით. მიზეზად სახელდება მარაგის სიმცირე და შეზღუდვების დაწესება ექსპორტზე. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჟაკ დიუფი შიშობს, რომ პრობლემა საფრთხეს შეუქმნის სტაბილურობას მსოფლიოში. "ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სათანადო საკვები, რომ იარსებონ... და იარსებონ ღირსეულად," - ჟაკ დიუფმა ეს განცხადება რომში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. გაეროს უწყების ინფორმაციით, სურსათის ნაკლებობა დღეისათვის 37 ქვეყანის პრობლემაა. ამ ქვეყნებს შორის არის: ერაყი, ავღანეთი და ტაჯიკეთი.
XS
SM
MD
LG