Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა


ვაშინგტონში დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრა.

ვაშინგტონში დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრა.
მსჯელობის მთავარ თემას წარმოადგენს კრიზისი, რომელიც აშშ-ის საკრედიტო ბაზარზე დაიწყო, მსოფლიოს მოედო და კვლავაც გრძელდება. გავლენიან საფინანსო ინსტიტუტებს ძირითადად პესიმისტური პროგნოზი აქვთ. ეს მოსაზრება განამტკიცა მსოფლიოს წამყვანი 7 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებისა და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელთა დასკვნამ, რომ მსოფლიოს ეკონომიკა "რთული პერიოდის წინაშე დგას". ვაშინგტონში პარასკევს გამრთული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო საფინანსო ბაზარი კვლავაც დგას "გამოწვევების" წინაშე. ამასთან, კრიზისული პროცესი იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ.
XS
SM
MD
LG