Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო კიდევ


ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო კიდევ ერთხელ ამბობს უარს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებაზე –

ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო კიდევ ერთხელ ამბობს უარს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებაზე –
დიალოგი გამართოს ტიბეტელთა სულიერ ლიდერთან. ძინტაოს თქმით, პეკინის კონფლიქტი დალაი ლამასთან ეროვნული ერთიანობის საკითხია და მას კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებების თემასთან. ჩინეთის ხელისუფლების მიერ ტიბეტელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რასაც სისხლისღვრა მოჰყვა, მსოფლიო თანამეგობრობამ დაგმო. რამდენიმე ქვეყანაში გაჩნდა იდეა, ბოიკოტი გამოუცხადონ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში. თუმცა ტიბეტელთა სულიერი ლიდერი, ინდოეთში დევნილი დალაი ლამა არ ემხრობა ბოიკოტის იდეას. ასეთი განცხადება მან შეერთებულ შტატებში სტუმრობისას ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. დალაი ლამა ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დარღვევის ტენდენციას ჩინეთში და ვითარების გამოსწორებას ითხოვს. რაც შეეხება ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, მსოფლიო ლიდერებმა, მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.
XS
SM
MD
LG