Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმა ისევ


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმა ისევ უარყვეს თბილისის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმა ისევ უარყვეს თბილისის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები დისკუსიის საგანი არ არის და რომ სოხუმს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. "ინტერფაქსის" ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ ასევე უარყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინიციატივებს პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.
XS
SM
MD
LG